суббота, 1 мая 2010 г.

პროექტის აგწერა



1. პროექტის სახელი "იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფრინველები"











































2. პროექტის მოკლე აღწერა:
დედამიწის სხვადასვა ნაწილში უამრავი იშვიათი და უცნაური ფრინველი ბინადრობს. ჩვენი მიზანია მათი გაცნობა და რთულ ქცევებზე დაკვირვება.

3. პროექტის სრული აღწერა:
ჩვენი საერთო სახლი, დედამიწა, მზის სისტემაში ერთადერთი ,,ცოცხალი” პლანეტაა. კონტინენტები, ზღვები, ოკეანეები უამრავი ცხოველის და მცენარის საცხოვრებელი გარემოა. ისინი მუდმივად განიცდიან აბიოტური, ბიოტური და ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენას. ანტარქტიდის, ამერიკის, ავსტრალიის, აფრიკის ფლორასა და ფაუნაზე დამღუპველად მოქმედებს გლობალური დათბობა და დაბინძურებული გარემო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის საქართველოს უნიკალური ბუნების შესწავლა. ულამაზეს მთებში, ტბებში, ტყეებსა და მდელოებზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ენდემური სახეობის ფრინველები. სამწუხაროდ მათი რიცხვი სულ უფრო მცირდება. ამის მიზეზია ნადირობა, ტყეების გაჩეხვა და ა.შ.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის საქართველოს უნიკალური ბუნების შესწავლა. ულამაზეს მთებში, ტბებში, ტყეებსა და მდელოებზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ენდემური სახეობის ფრინველები. სამწუხაროდ მათი რიცხვი სულ უფრო მცირდება. ამის მიზეზია ნადირობა, ტყეების გაჩეხვა და ა.შ.
ჩვენი მიზანია, ბავშვები გაეცნონ დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე ბინადარ ფრინველებს; დააკვირდნენ მათ ქცევებს; შეისწავლონ ბუნენის დაცვის საზოგადოეებათა მუშაობა; გავუღვივოთ ინტერესი ცოცხალი ბუნენის მიმართ, რათა მომავალში შეძლონ, მოურონ და გადაარჩინონ საქართველოს უნიკალური ეკოსისტემა.

პროექტის მონაწილეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით


4. მონაწილეთა საკი: 8_10 წელი.

5. ვადები, ხანგრძლივობა: 10.04.2010--10.05.2010
.6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, მოძიებული მასალის ელექტრონული ვერსია.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვები გააკეთებენ მოძიებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას. გაკეთდება პლაკატები. კედლის გაზეთები. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას, შეისწავლიან ვებ-2.0- ის სერვისებს.
8. სასარგებლო სხვებისთვის:მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას. გააცნობენ თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში _ გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვადასხვა კუთხეების ადგილმდებარეობას), ისტორიაში (შეისწავლიან დაცული ტერიტორიების ისტორიას), მათემატიკაში (გაიღრმავებენ ცოდნას მათემატიკაში), ბიოლოგიაში (შეისწავლიან ფლორას და ფაუნას), უცხო ენაში (გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს), ქართულში (მოიძიებენ იმ ნაწარმოებებს სადაც ნახსენებია გადაშენების პირას მისული სახეობანი), ინფორმატიკაში (გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებს).

11. პროექტის ფასილიტატორები:ნათია აბულაძე-მანჯგალაძე
12. პროექტის ფასილიტატორების ელ. ფოსტა:nat.abuladze@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий